ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში წარმოუდგენელ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ მეგობრებთან ერთად იმ სახურავის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სახურავიდან გადავარდნას.
გოგიაშვილი წერს, რომ საგანგებო სამსახურში დარეკა, თუმცა არავინ მისულა, რამაც გახმაურებული მკვლელობის – გიორგი შაქარაშვილის საქმე გაახსენა, როდესაც „112“-ში რეკავდნენ საშველად, მაგრამ დაზარალებულებთან არავინ მიდიოდა.
„ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს. ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ. საშინელება იყო იმის ყურება, რომ არ იცი როდის გადმოვარდება. დედა ვარ, მაპატიეთ და ათასმაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა”, – წერს სალომე გოგიაშვილი.
სალომე გოგიაშვილი სულისშემძვრელი განცხადებებით გამოირჩევა. მის გარშემო სკანდალების ტალღა არ წყდება. ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა. სალომეს ოთხი შვილი ჰყავს - მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც თავად ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი ოჯახი, ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.
მოგვიანებით სალომე გოგიაშვილმა „ფეისბუქიდან“ ვიდეო და პოსტი წაშალა.