კოვიდ–სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 833-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 346.983-ს მიაღწია.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 833 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 431 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 78, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 76, აჭარა – 63, კახეთი – 53, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 32, გურია – 15, სამცხე-ჯავახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 330.721-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 19 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.853-ს მიაღწია.

COVID-19 საქართველოში – 3 ივნისის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
COVID-19 საქართველოში – 3 ივნისის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.383 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.490 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.914, აჭარაში – 361, იმერეთში – 435.

741 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 15, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 639 ადამიანი, მათ შორის 382 – თბილისში, 233 – აჭარაში. 7.254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 27 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18.007 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9.786 პირი, აჭარაში – 2.320, იმერეთში – 1.490.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 833-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 346.983-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0