კულუმბეგოვი: აცრილი ადამიანი ავადობისგან არა, მაგრამ სიკვდილისგან 100 პროცენტით დაცულია

© photo: courtesy of Irakli Tkemaladzeბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
კოვიდვაქცინაცია არ ნიშნავს კორონავირუსით ინფიცირებისგან სრულ დაცვას. შესაბამისად, მსუბუქი დაავადების შემთხვევები გამორიცხული არაა, აღნიშნა კულუმბეგოვმა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თუ ადამიანი არის ორჯერადად ვაქცინირებული, ის 100%-ით დაცულია სიკვდილისგან, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
რამდენად ეფექტურია ვაქცინები კორონავირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ: ჩხაიძის კომენტარი

კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ერთ ვაქცინას არ შეუძლია დაავადების 100%-იანი პრევენცია და მსუბუქი დაავადების თავიდან აცილება. მისი თქმით, ვაქცინის ეფექტიანობა სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადების პრევენციით ფასდება.

„თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან. შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს", – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარდა 149 191 აცრა. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია 33 718  ადამიანი.

ერთად სუფრასთან, უნიღბოდ და ჩახუტებით – სრული ვაქცინაციის უპირატესობები>>

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ყველა ახალი ამბავი
0