Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლევან რატიანი გადაცემის წამყვანი ხდება - ნახეთ რომელ არხზე იხილავს მას მაყურებელი

© photo: courtesy of Levan Ratianiლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ცნობილი ექიმი ლევან რატიანი, რომელიც საზოგადოებამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს გაიცნო, გადაცემის წამყვანი ხდება

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემას წაიყვანს.

„რუსთავი 2“–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებას მოითხოვენ

როგორც ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, არხზე ახალი სეზონიდან CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი „ექიმები” იქნება, რომელსაც ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე გაუძღვებიან.

1 ივნისს „რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება. არხზე ბრუნდება ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ახალ გუნდში იქნებიან ყველასთვის ნაცნობი, დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან. ამასთან,
სულ მალე კი ტელეეთერში ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ – „ნიჭიერი” ბრუნდება.

სიახლეა ქალების გადაცემაც, ქალების რომლებსაც მაყურებლისთვის ბევრი აქვთ სათქმელი. „90-60-90-ზე“ – „ემის“ მფლობელი ლიცენზირებული პროექტია. ამ გადაცემაში 4 წარმატებული და ცნობილი ქალი პირად გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს, იხუმრებენ, განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ და ორიგინალურ გადაწყვეტასაც შემოგვთავაზებენ.

ყველა ახალი ამბავი
0