საქართველოში კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული შტამი“ გამოვლინდა

© AP Photo / Matthias Schraderკორონავირუსის გამოსავლენი ტესტი
კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული შტამი“ გამოუვლინდა, საქართველოს მოქალაქეა და დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული“ შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელiც დუბაიში იმყოფებოდა.

„დადასტურდა ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამი. პაციენტის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე სრულიად განიკურნა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
თუ საქართველოში „ინდური შტამი“ გავრცელდა... რას ამბობენ სპეციალისტები

მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და ვირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

ეპიდემიოლოგები დღეისათვის კორონავირუსის რამდენიმე შტამს არჩევენ. ესენია: „ჩინურ-ევროპული შტამი“, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. „ბრიტანული შტამი“, „ბრაზილიური“, „სამხრეთაფრიკული“ და „ინდური“ შტამები.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, „სამხრეთაფრიკული შტამი“, ისევე, როგორც „ბრიტანული“, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კოვიდ-პანდემიის დინამიკა, ან მედიკოსთა ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს.

კორონავირუსის ინდური შტამი – საფრთხე, მუტაციები, ეფექტური ვაქცინები>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.233-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  345.196-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0