თუშეთში ბიოსფერული ნაკრძალი დაარსდება

თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, სტაბილური სოფლის მეურნეობის წარმოებას, ასევე ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. საქართველოში პირველი ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროში შეიქმნა.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) ერთად ახორციელებს პროექტს „თუშეთის ბიოსფერული ნაკრძალის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად რთულ რეგიონში, კახეთში".

საქართველოში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველოში შეიქმნა პირველი ნაკრძალი ფართო ფუნქციებით

საქართველოში რიგით მეორე ბიოსფერული რეზერვატის დაარსებას საფუძველი ჩაეყარა სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე - „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია UNESCO-ში და რეგიონის შემდგომი განვითარება". ღონისძიების ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიოსფერული ნაკრძალების შესახებ მომზადებული ინფორმაცია წარმოადგინეს, ასევე მოეწყო გეგმარებითი ბიოსფერული ნაკრძალებიდან ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ზუკოვის ფონდის წარმომადგენელი ანია ზელცერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„საქართველოში იქმნება ბიოსფერული რეზერვატები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია და საშუალებას იძლევა – ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ. ჩვენი ქვეყანა პირველია რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში", – განაცხადა ნოზაძემ სიმპოზიუმზე.

სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფონდის წარმომადგენელმა ანია ზელცერმა, რომელმაც ბიოსფერული რეზერვატების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ საქართველოში ორი ტერიტორია მიიღებს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს, მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბიოსფერული რეზერვატის კონცეფცია შეიქმნა 1974 წელს იუნესკოს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო" (MAB) სამუშაო ჯგუფის მიერ. ორი წლის შემდეგ მათ დაიწყეს გაერთიანება მსოფლიო ქსელში ინფორმაციის, გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლის მიზნით 97 ქვეყანის 440 რეზერვატს შორის, არანაკლებ 300 მილიონ ჰექტარ ფართობზე ნაკლებად დარღვეული ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0