ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის ხედი
ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
სააგენტო თანამედროვე დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა დაიწყო, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

პარლამენტის პრენარული სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

მრავალფუნქციურ თანამედროვე შენობაში განთავსდება მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

შენობაში ასევე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები. სააგენტო თანამედროვე დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0