„თელასი": თბილისის ოთხ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკალაუბანი
კალაუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, ჭონქაძის, მესხის და გერგეთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, შუშინის, სანაპიროს, მირზა-შაფი ლაზახის, საადის, ბოტანიკურის, ირგვლივის, გრიშაშვილის, აბანოს, ახუნდოვის და სამღებროს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუმისის, შურდულის, თოიძის და ანთელავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის 1 მ/რ-ის, სოფ. დიღმის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0