Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძის გოგონა ბურთით თამაშობს – მომღერალი უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
სოფო ნიჟარაძე წელიწადზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ჩუმად გააჩინა შვილი და აქამდე უცნობია, ვინაა მისი შვილის მამა

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა საკუთარი ქალიშვილის ფოტო, რომელიც მომღერალმა გასულ წელს ამერიკაში გააჩინა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე სოფოს ქალიშვილს ბურთი უჭირავს. გოგონა ზურგიდანაა გადაღებული და ულამაზესი ვარდისფერი ქუდი ახურავს. სოფოს აქამდე ქალიშვილის სახე არ გამოუჩენია.

ფეხმძიმობის შემდეგ სოფო ნიჟარაძე საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მომღერალი ასეთი გამხდარი ჯერ არავის ახსოვს. ტელევარსკვლავმა ინტენსიური ვარჯიში განაგრძო და სასურველ შედეგამდე სულ ერთი ნაბიჯი დარჩა. თავისუფალ დროს კი სოფო პილატესის სავარჯიშო სისტემასაც ეუფლება. როგორც ჩანს, სოფო გაჩერებას აღარ აპირებს, მის სხეულს კი დაკლებული კილოგრამები სულ უფრო და უფრო ეტყობა.

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და გოგონას სახელი გავრცელდა. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა მისი თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. Instagram-ზე მომღერლის პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. ახლა ამერიკის ქუჩებში სეირნობს და შოპინგსაც ასწრებს. გარდა ამისა, მომღერალმა შტატებში ვარჯიშიც დაიწყო, რამაც მისი ტანი მეტად მომხიბლავი გახადა.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გასული წლის აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.

ყველა ახალი ამბავი
0