ვარლამ გოლეთიანი: რიონის ხეობაში შემოსასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია

© Sputnik / Vladimir Umikashviliვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
თბილისის ცენტრში ოთხდღიანი საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში კომპანია ENKA-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს არ ატარებენ.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია და ისინი კომპანია ENKA-ს ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ. 

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
შედეგი მიღწეულია: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან, მაგრამ...

„ხეობაში რაჭიდან და ქუთაისიდან შემოსასვლელი გზები ჩაკეტილია. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადააადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი უახლოეს დღეებში აუცილებლად შეჩერდეს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში აქციის ორგანიზატორები თბილისიდან გუშინ დაბრუნდნენ – სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტი ისევ გუმათის დასახლებაში გაგრძელდება.

გუმათში პროტესტს წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები საქართველოს დედაქალაქში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო.

აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს. ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. 

პროტესტი ნამახვან ჰესის წინააღმდეგ: აქციამ თბილისი მოიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
პროტესტი ნამახვან ჰესის წინააღმდეგ: აქციამ თბილისი მოიცვა

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0