Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამთა შედანია ორსულობას აღარ მალავს – მოდელმა მოზრდილი მუცელი გამოაჩინა – ფოტო

© Facebook / Tamta Shedaniaთამთა შედანია
თამთა შედანია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი ორსულადაა. ნახეთ უახლესი ფოტო სოციალური ქსელიდან, სადაც კარგად ჩანს თამთას წამოზრდილი მუცელი.

მოდელი თამთა შედანია ორსულადაა. რამდენიმე დღის წინ მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ შიო-მღვიმის მონასტერში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ვიდეოში შეინიშნებოდა თამთას წამოზრდილი მუცელი. ახლა კი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც უკვე აშკარად ჩანს წამოზრდილი მუცელი.

ცოტა ხნის წინ თამთა შედანიას ერთადერთი ქალიშვილი 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღაპრული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილთან მეგობრობს. თამთა შედანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს. მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 34 წლის სიმპათიური რატი რატიანია. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.

ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს. თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდას დამოუკიდებლად ახერხებს. სანამ ერეკლე მანგოშვილი თამთა შედანიაზე დაქორწინდებოდა, ორი ცოლი ჰყავდა, ერთ-ერთი იყო მომღერალი თაკო ვადაჭკორია.

ყველა ახალი ამბავი
0