COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  340.838-ს მიაღწია.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  508 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 252 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო - ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, ქვემო ქართლი - 42, იმერეთი - 35, შიდა ქართლი - 20, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
COVID-19 საქართველოში – 27 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  1.481 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323.409-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.699-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.704 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.965 პაციენტი, მათ შორის, თბილისში -  2.120, აჭარაში - 417, იმერეთში - 536.

913 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 219 პირი, მათგან  თბილისში – 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 668 ადამიანი, მათ შორის 352 - თბილისში, 275- აჭარაში. 8.071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია  48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23.818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15.512 პირი, აჭარაში - 2.127, იმერეთში - 1.728.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  340.838-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 



 

ყველა ახალი ამბავი
0