ტყეში კოცონის დანთება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება ნებადართული

© Sputnik / STRINGERხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ეროვნული სატყეო სააგენტო ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რაც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებაზე ვრცელდება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოში ტყით სარგებლობის ახალი წესები შევიდა ძალაში, რომლის თანახმად ტყეებში კოცონის დანთება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება ნებადართული.

მოქალაქეების დიდი ნაწილი გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში ბუნებაში დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო დასვენებას, როგორც წესი, კოცონთან პიკნიკიც ახლავს თან.

ახალი წესების თანახმად კი ამიერიდან ტურისტები ტყეში კოცონის დანთებას მხოლოდ სპეციალურ ადგილზე შეძლებენ. ამ ადგილის ამოცნობა მარტივი იქნება – ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი იქნება განთავსებული.

საქართველოში განსაკუთრებით ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე ხშირად ხდება ტყის ხანძრები. უმეტეს შემთხვევაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა.

საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 12 ათასამდე ხანძარი ხდება, მათგან 100–150 ტყის ხანძრებია, რომლის შედეგადაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი ნადგურდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0