აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების კერები აღმოაჩინეს

© photo: press-service of the National Food Agency of Georgiaკალიასთან ბრძოლა
კალიასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

მიწების დამუშავება ფაროსანას წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება: სააგენტოს ანგარიში

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კალიების რამდენიმე კერა განვითარების ადრეულ სტადიაზე. აღნიშნული ლოკაციები სპეციალური პრეპარატით მუშავდება.

„მავნებლის განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათი პოპულაციის შესამცირებლად, რაც მწვანე საფარის შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების წინაპირობაა“, – განაცხადეს უწყებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო წამლობას ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. დღეისათვის კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად იტალიური კალიაა გავრცელებული. მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)  საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.

ყველა ახალი ამბავი
0