საქართველოში სტომატოლოგიურ კლინიკებში „მალხენ აირს“ უკანონოდ იყენებდნენ

© Sputnik / Denis Aslanovსტომატოლოგის მუშაობა
სტომატოლოგის მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
აზოტის ქვეჟანგი ქართულ ბაზარზე არ არის რეგისტრირებული, სტომატოლოგებს კი შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ე.წ. მალხენი აირის (აზოტის ქვეჟანგი) გამოყენების უკანონო ფაქტები საქართველოს ორ სტომატოლოგიურ კლინიკაში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოავლინა. ინფორმნაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინჰალაციური ანესთეზიას ის ექიმ-სტომატოლოგები იყენებდნენ, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.

გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი ქართულ ბაზარზე არ არის რეგისტრირებული. ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა.

უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებულ ოთხი სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.   

ყველა ახალი ამბავი
0