კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 336.840-ს მიაღწია.

თბილისი, 22 მაისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  1.071 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  581 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია, შემდეგ კი აჭარის რეგიონი მოდის.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, აჭარა - 96, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 55, კახეთი - 55, შიდა ქართლი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
იმნაძე: პირველი დოზით აცრის შემდეგ ინფიცირებულებში დაავადება იოლი ფორმით ვითარდება

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა   680 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 317.069-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 33 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.602-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.143 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.270 პაციენტი, მათ შორის, თბილისში -  2.365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525.

903 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 229 პირი, მათგან  თბილისში – 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  701 ადამიანი, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10.172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია  80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26.255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18.407 პირი, აჭარაში - 1.741, იმერეთში - 1.158.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 336.840-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0