საპატრიარქო: დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
დმანისში დაპირისპირებულ მხარეთა  შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. დმანისში მომხდარი კონფლიქტი გარედან იყო ინსპირირებული და არსებობდა ამ კონფლიქტის უფრო დიდი მასშტაბში გადაზრდის მცდელობა, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ომბუდსმენი დმანისის მოვლენებზე: სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქვემო ქართლში ჩასახლებულ სვანებს შორის დაპირისპირება კვირას, 16 მაისს ყოფით ნიადაგზე დაიწყო. დმანისში ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ორშაბათის საღამოს მოხერხდა.

ჯაღმაიძის განცხადებით, დმანისში კონფლიქტის დარეგულირებაში სხვადასხვა მხარე მონაწილეობდა, მათ შორის, ხელისუფლება, საპატრიარქო, საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი და ადგილობრივი სასულიერო პირები.

„მათი ჩართულობით, ჩვენთან ერთად მოხდა პირველი ნაბიჯის გადადგმა მშვიდობისკენ. როცა  მოსახლეობაში ეკლესიისადმი დიდი ნდობა არსებობს, ეს უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ. მსგავს სიტუაციაში ეკლესიის ეფექტურობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დმანისში განვითარებულ მოვლენებს გუშინ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, დმანისში იყო საშიშროება, ყოფითი კონფლიქტი ეროვნებათაშორის დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მხარეთა შერიგების პროცესში ჩაერთოს.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ღრმად შესწავლილი, რათა ამგვარი რამ მომავალში აღიკვეთოს, რადგანაც ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის დაყოფა  საფრთხისშემცველია.  

ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ის, რაც დმანისში მოხდა, ღრმა ანალიზს მოითხოვს – მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

„დმანისში განვითარებული მოვლენები იყო ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოების ფართო დაპირისპირებაში გადაზრდის  ერთგვარი მცდელობა. საჭირო არის მეტი დაფიქრება და სიფრთხილე, რათა კონფლიქტი უფრო მეტად არ გაღვივდეს და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას“,  - განაცხადა ჯაღმაიძემ.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საპატრიარქო მზადაა დაპირისპირებულ მხარეებთან ნებისმიერ ფორმატში გამართოს შეხვედრა.

აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა. დმანისში წესრიგის შესანარჩუნებლად პოლიციის დამატებითი ძალები კვლავ რჩებიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0