დაზიანებული სახლები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა: რა ხდება გურიაში

© photo: courtesy of Besik Pipiaქარმა პრობლემები შექმნა
ქარმა პრობლემები შექმნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, უამინდობამ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა – მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება ლანჩხუთის მერიის პრეს–სამსახური. 

უამინდობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა

გავრცელებული ინფორმაციით, აცანის, შუხუთის, ჩიბათისა და ჩოჩხათის სოფლებში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ქარმა მოგლიჯა ხეები და დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები.

ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლანჩხუთისა და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას.

„მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე კომპანია Energo-Pro-Georgia-ს ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის. მუნიციპალიტეტი მოსახლეობას შეძლებისდაგვარად გაუწევს დახმარებას“, – განაცხადა სარიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში.

ყველა ახალი ამბავი
0