როდის შემსუბუქდება არსებული შეზღუდვები – ღიბრაძის განმარტება

© Sputnik / Goga Vardzieliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
მთელ ქვეყანაში 13 მაისიდან მუშაობას ანახლებენ საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სხვა დაწესებულებები, რომლებსაც „მაისის არდადეგები“ შეეხო.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების შემსუბუქება მოხდება, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

უქმე დღეები მთავრდება – სკოლები მუშაობას განაახლებენ>>

დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებით იყო შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს. ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

„სიტუაციის ანალიზი პერმანენტულ რეჟიმში ხდება. უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, – აღნიშნა ღიბრაძემ. 

მისი თქმით, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. 12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღე ოფიციალურად დასვენების დღეა.

ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი – მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელებულა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

ამჟამად კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა.

„კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 776-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 326.441-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0