მინისტრების ვაქცინაცია გრძელდება: კორონავირუსზე ნათია თურნავაც აიცრება

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
უკვე აიცრნენ მინისტრები: ლევან დავითაშვილი, ვახტან გომელაური, ლაშა ხუციშვილი, რატი ბრეგაძე და ირაკლი ქარსელაძე, ასევე სხვა ოფიციალური პირები.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მინისტრი ვაქცინას ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) 12:45 საათზე გაიკეთებს.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ კიდევ ერთი მინისტრი აიცრა

გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა ვაქცინაცია ასევე აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. მასთან ერთად აცრა ჩაიტარეს სამინისტროს თანამშრომლებმაც.

ჩინური ვაქცინით უკვე აიცრნენ აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ასევე სხვა ოფიციალური პირები.

ვახტანგ გომელაური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა>>

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0