ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ფასანაური არა მხოლოდ ხინკლის სამშობლო, თეთრი და შავი არაგვის შესართავი და ოთხი მხრიდან გარშემორტყმული დაბაა, არამედ ასევე ერთი უჩვეულო ღირსშესანიშნაობის ადგილია, რომელსაც ტურისტულ გზამკვლევში ვერ ნახავთ – აქაა ძველი ავტომობილების „სასაფლაო“.

ასეთი სასაფლაოები იშვიათი მოვლენა არაა და ის არის რუსეთის, აშშ-ის თუ ევროპის ბევრ ქალაქში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ერთ-ერთი ასეთი უჩვეულო მუზეუმი ღია ცის ქვეშ საქართველოშიცაა, კერძოდ – ფასანაურში.

საშინელებათა ფილმების გადაღების ადგილი

„სასაფლაო“ ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარეობს, რომელსაც დღემდე „საქართველოს სამხედრო გზას“ ეძახიან.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

გზიდან მას ადვილად, შეუიარაღებელი თვალით დაინახავთ, თბილისიდან მიმავალ გზაზე – ხელმარცხნივ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

ამ უჩვეულო კოლექციაში არა მხოლოდ მსუბუქი რეტროავტოებია, არის დიდი პიკაპები, „მარშრუტკები“, ძველი დროის პოლიციის მანქანები და... სამხედრო ტექნიკაც კი!

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

უნდა აღინიშნოს, რომ უჩვეულო მუზეუმის ექსპონატები არაა რესტავრირებული, ბუნებრივ, „დაბერებულ“ მდგომარეობაშია. ისინი დიდი ხანია გაუფერულდნენ, საღებავი გადაუვიდათ, დაფარულია ჟანგით. ზოგიერთ ავტომობილში ბუჩქებიც კი წამოიზარდა. ეს ყოველივე ამ ადგილს მისტიკურ იერს აძლევს. შეიძლება შესანიშნავად გამოიყენონ რამე საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედნად.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

ადგილი, შესაძლოა, მიტოვებულ–მიგდებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არაა – კოლექცია რეგულარულად ივსება, რაც ნიშნავს, რომ მას ჰყავს პატრონი.

„მუზეუმის“ ისტორია

„მოხუც დედასთან გადმოვედი ფასანაურში, – ამბობს ჯიმშერ პატაშური, კოლექციის მფლობელი. – გადაადგილებისთვის ავტომობილი მჭირდებოდა და რამე იაფი მანქანის ყიდვა გადავწყვიტე. ყოველთვის ვოცნებობდი „ვილისზე“ (ამერიკული მაღალი გამავლობის სამხედრო ავტომობილი). ვკითხულობდი, სად შეიძლება მეშოვა. ერთხელ ერთი კაცი შემხვდა და მითხრა, რომ ასეთი მანქანა ეზოში უყენია, მაგრამ გაფუჭებულია და შეუძლია უფასოდ მომცეს“.

© Sputnik / Vladimir Umikashviliჯიმშერ პატაშური
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ჯიმშერ პატაშური

ასე მოხვდა ძველი „ვილისი“ ამ ადგილზე. „როცა სახლში წამოვიყვანე და გავრეცხე, ბევრი მეხვეწებოდა, მიმეყიდა და სწორედ მაშინ გამოჩნდა იდეა – ასეთი რარიტეტების კოლექცია შემექმნა. სადაც ძველ მანქანას ვპოულობდი, ვყიდულობდი, თან ძალიან იაფად. მალე ხუთი „ვილისი“ მყავდა“, – ამბობს კოლექციონერი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

შემდეგ მოვლენები (გასული საუკუნის მეორე ნახევარში) ძალიან საინტერესოდ განვითარდა – „სამხედრო გზაზე“ ფრანგი ატაშე მგზავრობდა, იხსენებს პატაშური, და ფასანაურის ერთ-ერთ ეზოში უჩვეულო ინსტალაცია დაინახა. მან გვერდით გულგრილად ჩავლა ვერ შეძლო.

© Sputnik / Vladimir Umikashviliჯიმშერ პატაშური
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ჯიმშერ პატაშური

„თარჯიმნის მეშვეობით ვეკონტაქტე. ატაშემ მითხრა, რომ ყველა ავტომობილის ყიდვა უნდა და თითოეულში 6 ათას დოლარს გადაიხდის. ძალიან გამიხარდა. თავიდან ფულს თანდათანობით იხდიდა და მერე ერთბაშად მომცა. ამ ფულით ორი ბინა ვიყიდე თბილისში. დღემდე გაქირავებული მაქვს და აღებული თანხით კოლექციას ვავსებ“, – აღნიშნა პატაშურმა.

მთავარი ექსპონატი

კოლექციის ყველაზე ძველი ექსპონატებია 1938 წლის „ოპელი“ და ამავე წლის გამოშვება BMW, რომლებიც უკვე ანტიკვარად მიიჩნევა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

შემდეგ მოდის 1954 წლის ЗИМ, რომელიც, მფლობელის თქმით, უფასოდ მიიღო და ახლა ამ მანქანის ღირებულება 80 ათას დოლარს აღწევს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

დანარჩენი ექსპონატები, ჯიმშერის თქმით, თითოეული სულ ცოტა 5 ათასი დოლარი ღირს. კოლექციაშია ასევე ძველი Buick – იმ მოდელის, რომლითაც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი დადიოდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

კოლექციაში ძნელია ვერ შეამჩნიო ყველაზე უჩვეულო ეგზემპლარი – მუხლუხიანი სამხედრო მანქანა, რომელიც აქ შემთხვევით მოხვდა. ის ჯიმშერს აგრეთვე აჩუქეს, თუმცა მის ტრანსპორტირებაზე დიდი ხარჯი გასწია.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

არაღიარებული ავტომობილების მუზეუმი, ან ძველი მანქანების სასაფლაო – ამ ადგილს სხვადასხვანაირად შეიძლება უწოდო. მისი მფლობელი კი ოცნებობს, რომ მისი უჩვეულო კოლექციის შესახებ ბევრმა შეიტყოს და სანახავად მივიდეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში
ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, ანუ უჩვეულო მუზეუმი ფასანაურში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ძველი ავტომობილების სასაფლაო ფასანაურში

ჯიმშერ პატაშურს იმედი აქვს, რომ როდესაც პანდემია უკან დაიხევს და საქართველოში კვლავ მილიონობით ტურისტი ჩამოვა. მისი მუზეუმი მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს შორის საპატიო ადგილს დაიკავებს.

ანა ანასტასიადი

ყველა ახალი ამბავი
0