სამეგრელოში ინფიცირების 150-მდე შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Alexey Mayshevლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 117-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 149 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 275 პაციენტია მოთავსებული, მათგან 51 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 136 კოვიდ-პაციენტი გადის, 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 59 პაციენტი, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.409-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 325.665-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0