Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ კიდევ ერთი მინისტრი აიცრა

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ლევან დავითაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან მეხუთეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური წარმოების პრეპარატით ჩაიტარა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა ვაქცინა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. მასთან ერთად აცრა გაიკეთეს სამინისტროს თანამშრომლებმაც. 

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
დავით სერგეენკო AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითიც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჩინური ვაქცინით უკვე აიცრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ასევე სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 71.570 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0