კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.409-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 325.665-ს მიაღწია.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.409 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 744 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით შემდეგ მოდიან იმერეთი და სამეგრელო–ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 149, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 149, აჭარა – 102, ქვემო ქართლი – 83, კახეთი – 59, შიდა ქართლი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 24, გურია – 21, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
COVID-19 საქართველოში – 12 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 304.935-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 27 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.363-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.341 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.231 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.383, აჭარაში – 470, იმერეთში – 508.

872 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 192 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 5, იმერეთში – 15. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 772 ადამიანი, მათ შორის 411 – თბილისში, 339 – აჭარაში. 11.338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 70, ხოლო აჭარაში – 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28.864 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 21.544 პირი, აჭარაში – 1.778, იმერეთში – 1.269.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.409-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 325.665-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0