2020 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
15-დან 64 წლამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს, 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის რაოდენობა კი 15,2%-ია.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 3.728.600 ადამიანს შეადგენს, რაც 0,3%-ით ნაკლებია 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

„საქსტატის“ ცნობით, მოსახლეობის შემცირების მიზეზია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება (–4.017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15.732).

ამავე დროს, 2020 წელს ემიგრანტების რაოდენობა 29,3%-ით შემცირდა და 74.264 შეადგინა, იმიგრანტების რაოდენობა კი 7,1%-ით შემცირდა და 89.996 ადამიანი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 1.796.200 მამაკაცი, ხოლო 1.932.400 ქალია. ამასთან, მამაკაცების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 0,3%-ით გაიზარდა.

არსებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-დან 64 წლამდე) ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს. 14 წლამდე მოსახლეობა 20,5%-ია, 65 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის 15,2%-ს შეადგენს.

მოსახლეობის 59,4% ქალაქებში ცხოვრობს, დანარჩენი – სოფლებში, თბილისში კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია. 

© Sputnik / Konstantin Ivanovშობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში
2020 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0