პრემიერი: გილოცავთ ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღეს

© Sputnik / STRINGER სანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს ვულოცავ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა. 

მრევლი ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

„ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას“, – წერია მისალოც წერილში.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2018 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ გაიზიარა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა და 12 მაისი – წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

„მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა.

ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.

ყველა ახალი ამბავი
0