ვითარება სერიოზულად მძიმეა: საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

© Pixabay / RayMarkისრაელის დროშა
ისრაელის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილებისგან.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საელჩოს ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები. 

ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს

10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელდა, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აუცილებლობის შემთხვევაში საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: 0526919092 დავით ჩაჩავა, 0528888513 მიხეილ ბაბლუანი, 0548620270 ნინო ჩანტლაძე.

ისრაელის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლოდზეც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში არეულობა გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. არაბმა მოსახლეობამ სინაგოგები გადაწვა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. ქალაქის მერის მოთხოვნით ლოდში სასაზღვრო პოლიციის დანაყოფები გაგზავნეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0