თორნიკე ყიფიანის პირველი რეპეტიციის კადრები „ევროვიზიის“ სცენაზე – ვიდეო

© Photo: Tornike Kipiani / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
წელს საქართველოს „ევროვიზიის“ მასშტაბურ კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს ბალადით You. თორნიკე უკვე სტუმრობდა „აჰოი არენას“ და პირველი რეპეტიციაც გამართა.

„პირველი არხის“ ცნობით, მის გამოსვლას დადებითი შეფასებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ დაგეგმილ ორივე რეპეტიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ჟიურის წევრები მთავარ გამოსვლამდე აკვირდებიან ხოლმე.

თორნიკე ყიფიანი „ევროვიზიაზე“ 20 მაისს მეათე ნომრად იმღერებს. 22 მაისს კი ფინალი გაიმართება. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ქართველი შემსრულებელი ფინალურ ტურში გადასვლას.

ყველა ახალი ამბავი
0