„საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა

© photo: Sputnikმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 12 მაისს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნება, ნათქვამია კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

  • მატარებელი 12 მაისს თბილისიდან დილის 07:25-ზე გავა და ბათუმში 13:00 საათზე იქნება, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 13:40 საათზე გამოვა და დედაქალაქში 19:12 საათზე იქნება.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულ რეისზე ბილეთები უკვე იყიდება.

თბილისი–ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
„საქართველოს რკინიგზამ“ აღდგომის შემდეგ დამატებითი რეისები დანიშნა

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.

ყველა ახალი ამბავი
0