Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სანდროს ვთხოვე, არ წამოხვიდე-მეთქი“ – რატომ არ მიჰყავდა ექოსკოპიაზე მსახიობს ქმარი

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
რუსკა მაყაშვილმა საზოგადოებას ის ამბავი მოუყვა, რატომ არ უნდოდა, რომ მისი მეუღლე, ცნობილი მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მასთან ერთად წასულიყო ექიმთან.

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა მეუღლის, მორაგბე სანდრო ნიჟარაძის შესახებ მხიარული ამბავი მოჰყვა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „ქალებში“ სტუმრობისას. მსახიობის თქმით, სანდრო ორსულს ექოსკოპიაზე აქტიურად დაჰყვება და საკმაოდ არაკვალიფიციურ კითხვებს უსვამს ექიმს.

რუსკას თქმით, პირველად უხერხულობაში მეუღლემ მაშინ ჩააგდო, როდესაც ექოსკოპიაზე ექიმს ნაჭუჭის შესახებ ჰკითხა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სპორტმენი ნაოჭს გულისხმობდა, რომელიც ჩანასახს 16-17 კვირის პერიოდში უჩნდება.

რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
„ლამის ქმარი გამშორდა...“ – რა შეემთხვა ორსულ რუსკა მაყაშვილს?
„ორი თვის მერე სანდროს ვთხოვე, ან არ წამოხვიდე, ან არაფერი თქვა–მეთქი. შემოვიდა ისევ და ექიმი მეუბნება, წყლების ნაკლებობა გაქვსო. სანდრომ შეხედა და, უკაცრავად, ბატონო ზურა, ბევრი წყალი რომ დალიოსო?“ – იხსენებს სიცილით რუსკა.

რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო.

რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„დასჯილია...“- რუსკა მაყაშვილი შვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.

პოზიტიურმა და ყველასათვის საყვარელმა რუსკამ არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითო გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ორი წლის არის. დაბადების დღე 10 ოქტომბერს აქვს. წყვილი მეორე შვილს ელოდება. რუსკამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ილია უკვე ეჭვიანობს მის მომავალ დედმამიშვილზე და, სავარაუდოდ, სწორედ ამითაა განპირობებული, რომ დედას სხვადასხვა „სიურპრიზს“ უწყობს.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0