Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აღარ ვაპირებ, ჩემს პირადზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები პოპულარული გავხადო...“ – თიკა ჯამბურია

© courtesy of Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
თიკა ჯამბურიას პირად ცხოვრებაში სიახლეებია, თუმცა მომღერალს ამაზე საუბარი არ სურს, თუ რატომ, ნახეთ სტატიაში.

მომღერალი თიკა ჯამბურია ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახლა ისეთი ეტაპი არაა, როდესაც ამაზე სერიოზულად უნდა ისაუბროს და თანაც არ თვლის საჭიროდ, ამ საუბრით „ვიღაც ბიჭები კიდევ გახადოს პოპულარული“, რადგან მის ცხოვრებაში სწორედ ასე ხდებოდა.

როგორც მომღერალმა ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნა, სერიოზული გრძნობა მის ცხოვრებაში დასრულდა და ახლა კარგ ეტაპზეა, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს. „ჩვენს ქვეყანაში ცუდად ესმით ბევრი რამ, ამიტომ ყოველთვის ჯობია, ნაკლები ილაპარაკო შენს პირადზე. ზუსტად ამაზე ვმუშაობდი ამდენი ხანი, რომ საკუთარ თავთან ვყოფილიყავი ჰარმონიაში და მიხარია, რომ გამომივიდა“, – ამბობს ჯამბურია.

ცოტა ხნის წინ მომღერალი 30 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. პოპულარული მომღერალი რამდენიმე თვეა საუკეთესო ფორმაშია. ზედმეტ კილოგრამებს აქტიურად ებრძვის დაბალანსებული კვებით და ფეხით სიარულით. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.

აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია. „საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გავხდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა თიკამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

ყველა ახალი ამბავი
0