Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იოგები მაქვს გაწყვეტილი, წესით თაბაშირში უნდა ჩამესვა“ – რა შეემთხვა ეკო ფანგანს? – ვიდეო

© Facebook / Ekaterina Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვებს უპასუხა და აღიარა, რომ შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს.

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი უქმეებს ბორჯომში ატარებს, სადაც სასტუმროს სპორტდარბაზში ვარჯიში გადაწყვიტა და თან „ფოლოვერებს“ გაუმხილა, რომ ფეხზე ფიქსატორი უკეთია, რადგან რამდენიმე დღის წინ გადაუბრუნდა და იოგები გაუწყდა. „წესით, თაბაშირში უნდა ჩამესვა, მაგრამ ასე ვარჩიე. თქვენ არ გაიმეოროთ“, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა უცნობ მამაკაცთან ერთად და შედეგმაც არ დააყოვნა – მისი „ფოლოვერების“ კითხვების უმრავლესობა სწორედ ამ მამაკაცს ეხება.

ეკომ მის ხელმოწერებს უპასუხა და აღიარა, რომ შეყვარებულია, თუმცა მისი რჩეულის ვინაობის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ტელეწამყვანს აქტიურად ეკითხებიან, აპირებს თუ არა გათხოვებას, რაზეც მან ორაზროვანი პასუხი გასცა. ეკოს თქმით, გათხოვებას არ აპირებს, თუმცა წინასწარ არ გეგმავს არაფერს და შესაძლოა უბრალოდ დაპირების გარეშე გათხოვდეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისმა სექსუალურმა ტანმა და ცეცხლოვანმა ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. პოპულარულ ტელეწამყვანს თავის მოვლა ძალიან უყვარს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებს ყოველთვის ბევრი გამოხმაურება მოსდევს.

ყველა ახალი ამბავი
0