Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ორი გერი ჰყავს – ნახეთ როგორ გამოიყურებიან ლევ დენგოვის შვილები

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ქეთა თოფურიას მეუღლემ პირველი ქორწინებიდან უფროსი ქალ-ვაჟი საზოგადოებას გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ისინი.

ქეთა თოფურიას მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი უფროსი შვილები ჩანან. ლევს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. როდესაც მისი ქორწინება დაინგრა, ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს, ამიტომ იყო, რომ ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა. თუმცა შვილებთან - ლეონიდთან და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, რამდენიმე თვის წინ მეორედ დაქორწინდა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.

თავად ლევი ეროვნებით ჩეჩენი არ არის. მისი ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „არბატის“ წევრიც იყო.

ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან მიუხედავად იმისა, რომ ლევმა პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს დაქორწინდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0