„გამოვყავდი, როგორც საშინელი მონსტრი“ – ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

© Sputnik / STRINGERდაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
მეუფე სტეფანეს თქმით, 8 მარტს მარტვილში მომხდარი შემთხვევის გამო ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა, რომ დამნაშავედ ის წარმოეჩინა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის გამო შეეცადნენ, რომ მონსტრი და დამნაშავე გამოვსულიყავი, თუმცა მხოლოდ კრება ჩავატარე, სადაც არანაირი აგრესია არავის მიმართ არ ყოფილა, განაცხადა მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) 8 მარტს მომხდარი შემთხვევის შესახებ ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საპარტრულო პოლიცია ჭყონდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
მეუფე სტეფანე: „ჟურნალისტებმა წერილობით მომმართონ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელია“

მარტვილში 8 მარტს სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მრევლის ნაწილს ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, რომელზეც ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა. დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოექომაგა. დაპირისპირების დროს ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავებულთა შორის ძირითადად მასმედიის წარმომადგენლები იყვნენ.

მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ იმ დღეს სამღვდელოების კრება ჩაატარა, რომელიც გაცნობითი შინაარსის უნდა ყოფილიყო და სადაც უნდა მიეღო ინფორმაცია, თუ რომელი სასულიერო პირი რა პოზიციაზე და სად მსახურობდა. თუმცა მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა მის მიმართ კითხვები. ეს კითხვები, მიტროპოლიტის განმარტებით, მას ადრეც რამდენჯერმე დაუსვეს, თუმცა პასუხის მოსმენა არ ისურვეს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
მორიგი ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: ბზობის დილა სალხინოს მონასტერში

მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ კრების დროს დაიწყო ყვირილი. არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. მისი თქმით, მან გარკვეულწილად მოახერხა ვითარების განმუხტვა, მაგრამ რაღაც სიგნალის მერე, რომელიც შიგნიდან გარეთ გადასცეს, დაიწყო ერთობლივი შემოტევა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, იმ ტერიტორიაზე, სადაც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა გარკვეული ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც კრებაზე ჩხუბის ამტეხებმა მოიყვანეს.

„მერე... დაამტვრიეს ფანჯარა, გააღეს კარი და გადაცვივდნენ და მერე უნდოდათ, რომ ჩემთვის დაებრალებინათ ეს ყველაფერი, რომ ჩემი ლოცვა–კურთხევით ვინმე დაზიანდა, თითქოს მე ვუთხარი მათ, რომ დაეტაკეთ ამ კარებს, გადაყარეთ ისინი", – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანეს თქმით, მისგან „მონსტრის, დამნაშავის" გამოყვანას ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა. მან აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს აივნიდან გადაცვივდნენ, იყვნენ ისინიც, ვინც კარს ამტვრევდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ამბოხისთვის რამდენიმე სასულიერო პირი ეპარქიიდან განკვეთა

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც, სადაც ითქვა, რომ „ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიის და საერთოდ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ“. საპატრიარქოში ასევე აღნიშნეს, რომ ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს.

საპატრიარქო ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0