Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე მაგარი ბიჭის ყველაზე მაგარი საჩუქარი“ – ასე აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე

© Facebook / TV Show Profileმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
მაია ასათიანმა 44 წლის შესრულება ჯერ სასტუმრო „პარაგრაფში“ აღნიშნა საყვარელ მამაკაცთან ერთად, შემდეგ კი მეგობრების გარემოცვაში.

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა დაბადების დღის აღნიშვნა სახლში, მეგობრების გარემოცვაში გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ იუბილეზე ტელეწამყვანი მანამდე შეკვეთილში, სასტუმრო „პრაგრაფში“ საყვარელ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, არც მეგობრები დაივიწყა.

მის დაბადების დღეზე ცნობილი ადამიანები და კოლეგები შეკრიბნენ. მათ შორის თოქშოუ „პროფილის“ შემოქმედებითი გუნდი, მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი, რომელმაც ტელეწამყვანს ულამაზესი თაიგული მიართვა. „ყველაზე მაგარი ბიჭის ყველაზე მაგარი საჩუქარი“, – ასეთი რეაქცია ჰქონდა მაია ასათიანს საჩუქრის მიღებისას.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, ჯერ­ჯე­რო­ბით ასა­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის ვი­ნა­ო­ბას უმა­ლავს და ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ მხო­ლოდ ისეთ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სახე არ ჩანს.

მაია ასათიანი რომ შეყვარებულია, ამას რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს. მაშინ ტელეწამყვანმა თქვა, რომ რასაც მის პირად ცხოვრებაზე საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, რადგან ეს პირადი ცხოვრება მხოლოდ მისი არ არის.

„მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

ყველა ახალი ამბავი
0