თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში 9 მაისს
ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში 9 მაისს - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების გამო წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიაგებენ.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

უწყების ცნობით, მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვაილებით შეამკო. დაღუპულთა ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა. 

ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
კუჭავა: ამ გამარჯვებაში ქართველ გმირებს დიდი როლი მიუძღვით

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება – წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკშია შესაძლებელი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

დღეისთვის საქართველოში 263 ვეტერანი ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0