საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს

© AP Photo / Oded Baliltyვაქცინაცია ისრაელში
ვაქცინაცია ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
დღეს ეროკავშირის საბჭომ ისრაელი შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც კავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეტაპობრივად გააუქმონ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი განახლებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.

ისრაელი ქვეყანაში შესვლაზე გამონაკლისებს აწესებს: გამოქვეყნდა პირობები>>

კერძოდ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს:

  • დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50-ს, ხოლო ღია სივრცეში 500-ს შეადგენს.
  • ფიტნეს–დარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. იასამნისფერი სტანდარტი, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ წარდგენის აუცილებლობისგან.

ამას გარდა 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა უკვე გაუქმდა.

ისრაელში, სადაც ვაქცინაცია მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მთავრობამ შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნა, სავალდებულო აღარაა ღია სივრცეში პირბადის ტარება, სრულად გაიხსნა სკოლები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0