დემოგრაფია და ეკონომიკური ზრდა: რა ხდება საქართველოში

© photo: Sputnikწყვილი
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემია უარყოფითად აისახა არა მარტო საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ დემოგრაფიულ ვითარებაზეც.

ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 8,3%-ით გაიზარდა და 50.537 ადამიანი შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 13.878 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 764.

საქართველოს მოსახლეობა 2020 წელს შემცირდა – გარდაიცვალა 4.017 ადამიანით მეტი, ვიდრე დაიბადა. ამის მიზეზად „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში დემოგრაფიისა და ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, პროფესორი სოსო (იოსებ) არჩვაძე კორონავირუსის პანდემიას ასახელებს. თუმცა, მისი თქმით, პანდემია დამნაშავე ყველაფერში არაა.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

„2020 წელი როგორც ეკონომიკურად, ისე დემოგრაფიულად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზოგადი კანონზომიერებიდან ამოვარდნილია. ასეთი შედეგი, როდესაც ქვეყანაში ბუნებრივი დემოგრაფიული ზრდა არ არის, 2/3-ით პანდემიის ბრალია, მაგრამ მას ყველაფერს ვერ მივაწერთ. დანარჩენი მოდის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზე, უმუშევრობის ზრდაზე, მუდმივ სტრესზე. სიკვდილიანობა შობადობას მხოლოდ ომის პერიოდებში ჭარბობდა“, – აღნიშნა არჩვაძემ.

  • ამასთან, დემოგრაფმა აღნიშნა, რომ შობადობის შემცირება ქვეყანაში ბოლო 7–8 წელია შეინიშნება და ეს საქართველოში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობით, სამუშაო ადგილების არარსებობით არის გამოწვეული. „სტატისტიკურად დადებითი ბუნებრივი ზრდა შეინიშნება მხოლოდ სამ რეგიონში – აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში“, – აღნიშნა ექსპერტმა.

დემოგრაფიული ვითარების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია შრომითი მიგრაცია და უარყოფითი სალდო, როდესაც ქვეყნიდან 20 წელს ზემოთ ის ასაკობრივი ჯგუფი გადის, რომელმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს რეპროდუქციაში.

აბორტებმა იკლო, მაგრამ შობადობა არ გაზრდილა: „საქსტატის“ მონაცემები>>

„საქართველოს დამოუკიდებლობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იმ შრომით მიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ დაფუძნდნენ, 200 ათასზე მეტი ბავშვი ეყოლათ. ეს ბავშვები საქართველოს მოქალაქეები უკვე აღარ არიან. 200 ათასი, შედარებისათვის, ქუთაისის ამჟამინდელ მოსახლეობაზე მეტია“, – აღნიშნა არჩვაძემ.

შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში

ექსპერტის აზრით, სამუშაო ადგილების შექმნისა და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების გარეშე ბუნებრივ დემოგრაფიულ ზრდაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

„დემოგრაფია და ეკონომიკა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და საუბარი მარტო საქართველოზე არაა. ეს ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. სანამ არ გაჩნდება ეკონომიკური სტაბილურობა და სამუშაო ადგილები, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდება. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, სამწუხაროდ, პროგნოზი ძალზე არადამაიმედებელი იქნება“, – განაცხადა ექსპერტმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პერიოდში ბავშვებზე ფინანსური დახმარება (200 ლარის ოდენობით) გაიცა. მაგრამ რთული ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად ეს ზომები და, მით უმეტეს, ერთჯერადი, საკმარისი არ არის, დარწმუნებულია არჩვაძე.

ყველა ახალი ამბავი
0