კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.806 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.089 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 167, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 121, იმერეთი – 120, ქვემო ქართლი – 88, კახეთი – 60, შიდა ქართლი – 57, მცხეთა-მთიანეთი – 43, გურია – 36, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.144 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 297.676-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 20 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.227-ს მიაღწია.

ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
COVID-19 საქართველოში – 6 მაისის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.790 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.287 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.462, აჭარაში – 513, იმერეთში – 420.

867 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 183 პირი, მათგან თბილისში – 122, აჭარაში – 11, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 759 ადამიანი, მათ შორის 408 – თბილისში, 326 – აჭარაში. 10.744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37.036 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28.794 პირი, აჭარაში – 2.522, იმერეთში – 893.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0