COVID-19 საქართველოში – 6 მაისის მონაცემები

© Pixabay / jarmolukახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.180 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,41%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 6,59%.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.809-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 297.676 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.144), გარდაიცვალა – 4.227 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.287 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 759 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.180 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.324, PCR–ტესტით – 13.856.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,41%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 6,59%.

სულ აცრილია 51.600 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია – 3.651.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0