ვახტანგ გომელაური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მასთან ერთად ჩინური ვაქცინა უწყების თანამშრომლებმაც გაიკეთეს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. მინისტრმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

მასთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთეს უწყების თანამშრომლებმაც. 

ვაქცინა AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
იწყება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე: გამოცხადდა დეტალები

„აცრა გავიკეთე ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით. მინდა ყველას და, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს Sinopharm-ი, AstraZeneca თუ სხვა სახის ვაქცინა. სამწუხაროდ, ჩვენ წელიწადზე მეტია ველოდებით, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენთანაც ვითარება ყოველდღიურად უარესდება... სხვა გამოსავალი არ გვაქვს – ყველა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს და ექიმის რეკომენდაცია აქვს, უნდა იყოს ვაქცინირებული“, – განაცხადა გომელაურმა.

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას გეგმავს მთავრობის კიდევ ერთი წევრი – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 47.949 ადამიანს აქვს გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0