კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 313.742-ს მიაღწია.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 788 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 384 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 106, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 76, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 43, კახეთი – 40, შიდა ქართლი – 30, გურია – 17, სამცხე-ჯავახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 295.458-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 20 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.183-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.075 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.209 პაციენტი, მათ შორის თბილისში – 2.376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
COVID-19 საქართველოში – 4 მაისის მონაცემები

811 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 149 პირი. მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 788 ადამიანი, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში. 9.078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32.694 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24.741 პირი, აჭარაში – 2.331, იმერეთში – 798.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 313.742-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0