06:27 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (308)
924 0 0

ცნობილმა მომღერალმა მაყურებელს გაუზიარა ცოდნა – რა აქვეითებს მადას ყველაზე მეტად. მას, ვისაც სურს ნაკლები მიირთვას, ქრისტინეს რჩევები ძალიან გამოადგება.

ქრისტინე იმედაძე ტელეეთერის საშუალებით საზოგადოებას მადის დაქვეითების თაობაზე საჭირო რჩევებს აძლევს.

„გინდა ნაკლები ჭამო და შეამცირო შიმშილის გრძნობა? წონის კლება მარტივად და უმტკივნეულოდ შესაძელებელია. მე გაგაცნობთ 10 რეცეპტს, რომლებიც მადის დაქვეითებაში დაგეხმარებათ", – ამბობს ქრისტინე.

ესთეტიკური ცენტრების ხშირი სტუმარია, ისევე, როგორც თანამედროვე ეპოქის ქალბატონების უმეტესობა. თუმცა, როგორც ქრისტინე აღნიშნავს, პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. ის მამაკაცებს ტანწერწეტობითა და პოზიტიური ხასიათით ხიბლავს, ამბობს, რომ დამატებითი ქირურგიული ჩარევები არ ესაჭიროება. ის საკუთარ ქმედებებზე „ინსტა-ლაივებსა“ და სხვადასხვა გადაცემებში გულახდილად საუბრობს.

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით მიჰყო ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებისთვის გემოვნებიან ტანისამოსს ქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა, რომლის ასლია.

თემები:
ქართველი სელებრითები (308)

მთავარი თემები