COVID-სტატისტიკა სკოლებში – ვითარება სტაბილურია

© photo: Sputnikსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
სასწავლო დაწესებულებებში ინფიცირების თავიდან ასაცილებლად კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების სფეროში ინფიცირების სტატისტიკა სტაბილურია – 26–29 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი მოსწავლეების 0,1%–ს და მასწავლებლების 0,3%–ს გამოუვლინდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

აღნიშნული მონაცემები გასული კვირის მაჩვენებლების იდენტურია. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სკოლებში ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 106 სკოლა და 180 კლასი გადავიდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დისტაციურად 115 პედაგოგი მუშაობს, რომლებიც რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან.

სამინისტროს ცნობით, მაისის „არდადეგების“ დაწყებამდე, რომელიც 4–11 მაისის ჩათვლით გრძელდება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართა – უწყებამ ამისთვის ყველა რესურსი გამოიყენა. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სკოლის პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

„სამინისტრო მადლობას უხდის ყველას, ვინც ხელი შეუწყო სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას და დაწესებულებებს კვლავ მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა 13 მაისიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ძალაში შედის წერტილოვანი შეზღუდვები - დისტანციურ სწავლებაზე გადადის ან მთლიანად სკოლა, ან კონკრეტული კლასი.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო - 2086 საჯარო და 227 კერძო.

ყველა ახალი ამბავი
0