Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუ ყველა არ ავიცრებით, პანდემია არ დასრულება“ – სალომე ღვინიაშვილი აცრაზე დარეგისტრირდა

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
სალომე ღვინიაშვილი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მოდელი და ტელესახე სალომე ღვინიაშვილი Facebook-ზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ იგი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა. როგორც აღმოჩნდა, სალომე ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აპირებს აცრას და პირველ რეგისტრირებულებს შორის მოხვდა. როგორც ცნობილია, პირველივე საათებში რეგისტრაციის სურვილი ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

„თუ ყველა არ ავიცრებით და არ ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, პანდემია არ დასრულდება! გადაარჩინე სიცოცხლე, შეაჩერე კოვიდ 19“, – დაწერა მოდელმა.

სალომეს ამ ნაბიჯს გულშემატკივრებიც უწონებენ და სწერენ, რომ მოდელი სწორად მოიქცა. „ლამაზი და ჭკვიანი გოგო“, „ისე მიხარია, მეც მოვასწარი დარეგისტრირება“, – უწერენ სალომეს კომენტარებში.

ყველა ახალი ამბავი
0