Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეზიზღებით ყველა ასეთები, მძულხართ...“ – რამ აღაშფოთა თამო ვაშალომიძე?

© Facebook / Tamo Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
სექსუალურმა მოდელმა თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა ისტორია, რომლის დროსაც საშინლად აღშფოთდა.

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს „სთორების“ საშუალებით ხშირად უზიარებს საკუთარ აზრებსა თუ გამოცდილებას. ამჯერად თამომ ერთ-ერთ ინციდენტზე ისაუბრა, რომელსაც თავად შეესწრო.

როგორც მოდელი ჰყვება, ერთ-ერთ სალონში შეესწრო ფაქტს, როცა კლიენტი გოგონა, რომელიც 18 წლის იქნებოდა, სტილისტს თითით ესაუბრებოდა.

„მომინდა მივსულიყავი, ეს თითი მომემტვრია, თმებით გამეჩეჩა და მეთქვა მაგარი ტყიური ხარ-მეთქი. როგორ შეიძლება, ღმერთო ჩემო. სახლში არ ზრდიან ასეთებს? არ ვიცი, მეზიზღებით ყველა ასეთები, მძულხართ“, – აღნიშნა მოდელმა.

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0