ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
მელიას დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა ამნისტიის კანონით უნდა გაათავისუფლოს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის მოსმენა 13 მაისისთვის გადადო, განაცხადა ჟურნალისტებთან მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

„ჩვენ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მივმართეთ, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის პირები მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, – განაცხადა კონდახაშვილმა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
კობახიძე: მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარებიდან

ადვოკატის შუამდგომლობა დაკავშირებულია დაგეგმილ ამნისტიასთან, რომელიც 2019 წლის 20–21 ივნისის ღამის მოვლენებში ყველა ბრალდებულს, მათ შორის მელიასაც შეეხება. როგორც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, იგი ამნისტიით გათავისუფლების წინააღმდეგია, თუ იგი შეეხება იმ პოლიციელებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას უფლებამოსილებას გადაამეტეს და ხალხი დაასახიჩრეს.

თავად ნიკა მელია პროცესს არ ესწრებოდა, ხოლო სასამართლოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულობით მხარდამჭერი იმყოფებოდა.

პროკურატურის ვერსიით, მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როდესაც საპროტესტო აქცია არეულობასა და პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა.

მელია 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა გირაოს ხელმეორედ გადახდაზე. პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. თუმცა ამ დროისათვის მელია საქართველოს პარლამენტის წევრთა რიგებში ირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0