სამუშაო ადგილებზე ლეტალობის შემთხვევები შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
2021 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 75%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2021 წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 50%-ით შემცირდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება საქართველოში წლების განმავლობაში ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმების შემთხვევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, ამიტომაც 2018 წლის მარტში პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, რომელშიც გაწერილია შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტები. მოგვიანებით კანონის სრულყოფა მოხდა, შრომის ინსპექციის მანდატი კი გაფართოვდა. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2020
შრომის ინსპექციას ობიექტების დახურვის უფლება ექნება

შრომის ინსპექციის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში იკლო უბედური შემთხვევების რაოდენობამ. 2021 წლის პირველ კვარტალში ამ სფეროში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 75%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში 27%-ით შემცირდა უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა.

დღეისთვის შრომის ინსპექციის სამსახური ამოწმებს როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრული ნორმების აღსრულებას, ასევე უზრუნველყოფს შრომითი უფლებების ზედამხედველობას, აწარმოებს თანამშრომლების შესაძლო დისკრიმინაციის, მათი შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგს.

გარდა ამისა, წელს შრომის ინსპექციას შრომის კოდექსის დარღვევისთვის დამსაქმებლის დაჯარიმების შესაძლებლობა მიეცა. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის შემოსავალსა და კონკრეტული დარღვევის სახეობაზე.

შრომის ინსპექცია აქტიურად არის ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულებაზე. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მიმართულებით 101.007 ბიზნეს–ობიექტი შემოწმდა.

ყველა ახალი ამბავი
0