დღეს ჭიაკოკონობაა: ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია

© AFP 2024 / VANO SHLAMOVჭიაკოკონობა
ჭიაკოკონობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ჭიაკოკონობა უძველესი, ქრისტიანობამდელი ქართული რიტუალია — ცეცხლით განწმენდის დღეობა, რომელიც დღემდე შემორჩა და მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.

„ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიცული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

Пожарные на месте ЧП - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2019
ჭიაკოკონობა საქართველოში: ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს ბავშვები ეხმარებოდნენ

უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24–საათიან პატრულირებას განახორციელებენ და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

ჭიაკოკონობა – წარმართული რიტუალი დღემდე შემორჩენილი ტრადიციაა. საქართველოში მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.

კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0