რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლებმა აქცია განაახლეს

© photo: © TV 4 - Kvemokartli რუსთავის "აზოტის" თანამშრომლების გაფიცვა
რუსთავის აზოტის თანამშრომლების გაფიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრის მოთხოვნით საწარმოში შესასვლელი გადაკეტეს.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში ქიმიური ქარხანა „აზოტის“ თანამშრომლების აქცია განახლდა, იუწყება პირველი არხი. 

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
რუსთავში „აზოტის“ მუშები გაიფიცნენ

საწარმოს თანამშრომლები ხელფასების 50%–ით გაზრდის მოთხოვნით აქციას მეორე დღეა მართავენ.  მათი თქმით, კომპანია დათმობაზე წასვლას დღემდე არ აპირებს. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა.
რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საწარმოში შესასვლელი გადაკეტა.

აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტოტრანსპორტს – გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც ლაბორატორიებსა და კლინიკებს ჟანგბადითა და აზოტით უზრუნველყოფენ.

ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

გუშინ აქციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა. მან შეკრებილთ 20–კაციანი ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ აღნიშნულ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრონ. თუმცა, კომპანიის ადმინისტრაცია ამის წინააღმდეგია.

„რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0